საერთაშორისო სამართალი

საერთაშორისო სამართალი
• საერთაშორისო სახელშეკრულებო და ჩვეულებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც გამოხატავს სახელმწიფოთა შეთანხმებულ ნებას და აწესრიგებს მათ შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობებს, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე ომიანობის დროს.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,
• თავდაპირველად, საერთაშორისო სამართალი, საკუთრივ, სახელმწიფოთაშორის სამართალს წარმოადგენდა. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს - დიპლომატიურ კავშირებს და ომის კანონებს. ინდივიდები განიხილებოდნენ იმ სახელმწიფოს საკუთრებად, რომელშიც ცხოვრობდნენ. თითქმის ამ უკანასკნელ პერიოდამდე, სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების მიმართ მოპყრობა წარმოადგენდა ამ სახელმწიფოს შიდა კომპტენეციის საკითხს და არ ექვემდებარებოდა არც გარე შემოწმებას და არც საერთაშორისო რეგულირებას. ამ ნაწილში განხილული მრავალმხრივი ხელშეკრულებები გამონაკლისს წარმოადგენდა. უხსოვარი დროიდან, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი აღიარებს, რომ ზოგიერთი პირი იმსახურებს დაცვას, ხშირად უფრო მეტსაც კი, ვიდრე ამის გარანტირება შეუძლია სახელმწიფოს თავისი მოქალაქეებისთვის. მაგალითად, სახელმწიფოებმა უკვე დიდი ხანია აღიარეს საკუთარი ვალდებულებები იმ უცხოელთა მიმართ, რომლებიც გადაადგილდებიან მათ ტერიტორიაზე. ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ აღიარებული იყო, რომ ემისრებსა და სახელმწიფო შიკრიკებს ჰქონდათ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე გავლის უფლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა საერთაშორისო ფოსტა, ტელეფონი და ინტერნეტი. გარდა ამისა, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი ადგენს ომის წარმოების საზღვრებს და მოპყრობის იმ ნორმებს, რომლებითაც უნდა სარგებლობდეს მშვიდობიანი მოსახლეობა. ამჟამად ამ დარგს ეწოდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. წინამდებარე თავში განსახილველ ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს უმცირესობათა დაცვა. ერთა ლიგის მიერ ჩატარებულმა სამუშაომ და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებების დებულებებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიეს სამართლის ამ სფეროს განვითარებაში. თითოეულ აღნიშნულ სფეროში მოხდა ტრადიციებისა და პრაქტიკის კოდიფიცირება და კონსოლიდირება უფლებების წერილობით ჩამონათვალში. საერთაშორისო სამართალმა უდავოდ ჩამოაყალიბა ადამიანის უფლებათა სამართალი. უფლებათა სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბება, გარკვეული თვალსაზრისით, წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპის კოდიფიცირებას იურისტებისა და კანონშემოქმედთა მიერ. თუმცა ადამიანის საერთაშორისო უფლებათა სამართალი სცდება საერთაშორისო სამართლის საზღვრებს. არსებობს გადაფარვა საერთაშორისო სამართლის ტრადიციული შედეგებისა (ურთიერთობა სახელმწიფოთა შორის) და ეროვნული და კონსტიტუციური სამართლის ტრადიციული შედეგებისა (ურთიერთობა სახელმწიფოსა და ინდივიდს შორის) ადამიანის უფლებებთან, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობას აძლევს სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების მიმართ მოპყრობის ფარგლების დადგენის საშუალებას.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Полезное


Смотреть что такое "საერთაშორისო სამართალი" в других словарях:

  • საერთაშორისო დანაშაული — საერთაშორისოდ მცდარი ქმედება, რომელიც არის შედეგი სახელმწიფოს მიერ ისეთი საერთაშორისო ვალდებულების დარღვევისა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ინტერესების დასაცავად იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი დარღვევა მთელი საზოგადოების მიერ აღიარებულია,… …   Georgian encyclopedia

  • სამართალი — • ულპიანეს აზრით, არის ars (ხელოვნება, ოსტატობა, მეცნიერება), boni (სიკეთე) და acqui (თანასწორობა). Source: თოფჩიშვილი რევაზ, სამართლის ევოლუცია და ადამიანის უფლებები //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა… …   Georgian encyclopedia

  • საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენცია — ეს კონვენცია საჰაერო ხომალდებს, რომლებიც რეგულარულ ავიახაზებზე მოქმედებს, არ აძლევს სხვა სახელმწიფოს საზღვრის გადაფრენის უფლებას, თუ არ არსებობს ამ უკანასკნელის თანხმობა. ამგვარად, თუ რომელიმე სახელმწიფო ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე ხდება, ეს ჯერ… …   Georgian encyclopedia

  • სამართალი უცხოელთა შესახებ — საინტერესოა აღინიშნოს, რომ გენერალური ასამბლეის მიერ ერთსულოვნად მიღებული დეკლარაციის „იმ ადამიანთა უფლებების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ მათი საცხოვრებელი ქვეყნის მოქალაქეებს“ (1985 წ.) დანიშნულება იყო უცხოელებისთვის იმ ძირითადი უფლებების… …   Georgian encyclopedia

  • დიპლომატიური სამართალი — ნორმების ერთობლიობა, რომელიც დაწესებულია შეთანხმებების შედეგად და რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია საერთაშორისო სამართლის სუბიექტების მიერ, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო ურთიერთობებში და მშვიდობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის მხარდასაჭერად …   Georgian encyclopedia

  • ომის წარმოების სამართალი — ომის წარმოების სამართლის პირველი კოდიფიკაცია გვხვდება ჰუგო გროციუსის ნაშრომში „De jure belli ac pacis“ ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, თუმცა პირველი სამართლებრივი დოკუმენტი (1863 წლის „ლიბერის კოდექსი“) გამოიყენებოდა კავშირის კომბატანტების მიმართ… …   Georgian encyclopedia

  • ჰუმანიტარული სამართალი — 1864 წელს შვეიცარიის მთავრობამ მოიწვია დიპლომატიური კონფერენცია ანრი დიუნანის თავმჯდომარეობით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თექვსმეტმა სახელმწიფომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამფუძნებლების ჩათვლით. მონაწილეებმა მიიღეს ჟენევის… …   Georgian encyclopedia

  • დიპლომატიური წარმომადგენლობის შეწყვეტა — საერთაშორისო სამართალი განიხილავს დიპლომატიური წარმომადგენლობის შეწყვეტის შემდეგ შემთხვევებს: ა) როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის გაწყვეტილია ან დროებით შეჩერებულია; ბ) როდესაც მათ შორის ომის მდგომარეობა წარმოიშვა; გ) როდესაც …   Georgian encyclopedia

  • jus cogens — საერთაშორისო სამართალი. Source: ვარგასი გლედის აკოსტა. ოჯახური ძალადობა და სახელმწიფო : ახლანდელი სტატუსი და საჭირო ცვლილებანი / [ავტ.: გლედის აკოსტა ვარგასი, მიშელ ბისლი, შეილა ჯაიმა და სხვ. ; რედ.: რებეკა პ. სიუელი, არატი ვასანი, მარგარეტ ა.… …   Georgian encyclopedia

  • აგრესიული ომი — • მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც იწვევს პასუხისმგებლობას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმებით. ამასთანავე, სახელმწიფოები ვალდებული არიან თავი შეიკავონ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, რომელიც არღვევს ხალხთა… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»